“ჩვენ აქ მარტონი ვართ და ცოცხლებში აღარ ვწერივართ”
Henry Miller
ჩვენ აქ მარტონი ვართ,ბოლო ნაფაზამდე დაცლილი სიგარეტის “ბიჩოკების” გარემოცვაში.მუსიკა გვიმძაფრებს ემოციებს.
ეს მაზოხიზმია.
დღესაც დაავიწყდათ გვამების ჩამოხსნა სარეცხის თოკიდან.
არაფერს ველით,არაფერი გვაქვს სათქმელი.
ჩვენ გვამების ნაგავსაყრელზე ვცხოვრობთ,მაგრამ ჯერ კიდევ შეგვიძლია სუნთქვა.ვეძებთ მყუდრო ადგილებს,ვითვლით სიგარეტის ღერებს და ღრმად ვისუნთქავთ ნიკოტინს,თითქოს მთელი სამყარო ჩაგვეყლაპოს.
დღეს ისევ აქ ვართ,გამოგონილ პერსონაჟებთან ერთად.
ჩვენი ქალაქი ლაბირინთს ჰგავს.გასასვლელისკენ მიმავალი ბილიკები გაიცვითა,ჩვენც ვიცვითებით.საკუთარი თავები გამოგონილ პერსონაჟებში გვერევა და წამიერად გავურბივართ რეალობას.
ჩვენ სივრცე გვჭირდება.სივრცე უსასრულო და არაფრისმომტან დროზე მნიშვნელოვანია.
რაც არ უნდა დიდად მოგეჩვენოს დრო,სულ ერთია,ის მაინც ცოტაა.ყოველთვის ცოტა იქნება და ვერასოდეს შეავსებს ცარიელ ადგილებს,ვერასოდეს აანაზღაურებს დაკარგულ საათებს,წუთებს,წამებს.მე შესაძლოა ბევრი დრო დავკარგე,ან არც არაფერი დამიკარგავს,ვინ იცის.არც ის ვიცი,კიდევ რამდენი დამრჩა.მხოლოდ ის ვიცი,რომ ყველაფერი ცოტაა და არასოდეს არაფერი იქნება საკმარისი.არაფრით ყველაფრის თქმა შეიძლება,ყველაფრით კი არაფერი ითქმის.დრო იცლება,დიდი ხანია წამზომი ჩაირთო.საკუთარ თავს იმდენს დავცინი,რომ სხვებზე სიცილის დრო აღარ მრჩება.დრო არ კურნავს ჭრილობებს,მხოლოდ აშუშებს მათ.არ გტივა,სანამ არ შეგეხებიან.თავის მოტყუება,თავის მოტყუებაა ყველაფერი.ყველაზე დიდი ტყუილი ხომ თავის მოტყუებაა.სხვა დანარჩენს არ ვცნობ ტყუილად.გვინდა ყველაფერი დროს დავაბრალოთ.დრო არ ცვლის ადამიანებს,ადამიანები ცვლიან დროს.
მე ვერ დამცლის დრო,მას მხოლოდ ჩემი შეჩერება შეუძლია.
გვამებით სავსეა აქაურობა.ზოგი ჯერაც არ გახრწნილა და სიცოცხლეს ზეიმობს,მაგრამ ირგვლივ ყარს ყველაფერი.აქეთ-იქით მიმოფანტული სხეულის ნაწილები საკუთარ თავებს ეძებენ.ვინ იცის,იქნებ ისიც უკვე სხვამ მოირგო.აღარაფერი დარჩა,რაც მხოლოდ შენია.ისინი მზად არიან ცოცხლად შეგჭამონ.სიცრუით გაიჟღინთა არაფრისმთქმელი სიტყვები,ფიქრები და ყველაფერი,რასაც შეგიძლია შეეხო,იგრძნო.
რამდენი ღამე დაიცალა,რამდენი დღე.როდის დაიცლება ეს ყველაფერი.ალბათ მეც მალე დავიცლები,თუმცა დღემდე არავის მოუცია ამის საშუალება.არაფერი,არაფერი… სულ არაფერი.დიდი ხანია ყველაფერი გაშეშდა,გაიყინა და გაცვდა.მე ისევ იქ დავრჩი,არ ვიცი სად.მხოლოდ ის ვიცი,რომ ძალიან ბნელა.არც ის ვიცი სად გავჩერდი,საიდან დავიწყე და სად დავამთავრებ.მხოლოდ ისტერიულ სიცილს ვხედავ,იცინის ყველა ნაკვთი,თვალების გარდა.რა დარჩა ჩემში? მუდმივად ხელებს ვაფათურებ და მხოლოდ სიცარიელე მხვდება.ალბათ რაღაც მაინც დარჩა,სადღაც იმალება.მე ვერ ვპოულობ,ან არ მინდა პოვნა.გზა ბევრია,მაცდური და არაფრისმომტანი.ის გზაც იქნება სადმე,ან არც იქნება.სიტყვები იცვლიან დანიშნულებებს,მე მესმის მხოლოდ ის,რაც ჩემშია.
• დაღლილობის შეგრძნება გაღვიძებისას, დიდი ხნის ძილის შემდეგაც კი.
• ფსიქოფიზიოლოგიური ინსომნია.
მოკლედ,აღარც კი ვიცი რამდენი ხანია,რაც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სიმფტომი მაწუხებს.ალბათ დაახლოებით სამი წელია და ამ ყველაფერმა ძალიან ბევრ რაღაცაში შემიშალა ხელი.
რა იწვევს უძილობას? არსებობს ამის რამოდენიმე მიზეზი. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია ფსიქოლოგიური პრობლემები,რომლებიც სხვადასხვა სტრესფაქტორებითაა გამოწვეული. ინსომნია შესაძლოა გამოიწვიოს ძილის დროის ხშირმა ცვლილებამ, გვიან გაღვიძებამ, დიდი რაოდენობით კოფეინის მიღებამ, ძილის წინ ბევრი საკვების მოხმარებამ და დღის პასიურმა ცხოვრების სტილმაც კი. ასევე გავრცელებულია დეპრესიითა და გაღიზიანებულობით გამოწვეული უძილობები.თითქმის ყველაფერი ემთხვევა,თუ გამოვაკლებთ დიდი რაოდენობით კოფეინის მიღებას და ძილის წინ ბევრი საკვების მოხმარებას,თუმცა ასეთი შემთხვევებიც ყოფილა.რაც შეეხება ცხოვრების პასიურ სტილს-ჩემი ცხოვრება არც ისე აქტიურია,თუ სტუდენტობას არ ჩავთვლით.უამრავი ხერხი ვცადე ამ პრობლემის მოსაგვარებლად,მაგრამ არაფერმა არ გაჭრა.ექიმისთვის კი ჯერ-ჯერობით არ მიმიმართავს.ვცდილობ როგორმე გავიყვანო უსაშველოდ გრძელი ღამეები,რომლებიც ჩემთვის უფრო მეტად ხანგრძლივია,ვიდრე სინამდვილეში.
ჩემი ერთ-ერთი უძილო ღამე.
ვუყურებ ფილმს,რომლის ნახვასაც დღის განმავლობაში ვერ ვახერხებ,თუმცა ხშირ შემთხვევაში ერთ ფილმზე მეტის ნახვის თავი ნამდვილად არ მაქვს.ვკითხულობ წიგნს თვალების გადმოცვენამდე,რამდენიმე საათს სოციალურ ქსელსაც ვუთმობ,მაგრამ მალევე მბეზრდება.შეიძლება რაღაც ჩანაწერებიც გავაკეთო რვეულში,თუმცა არც ამის ხასიათზე ვარ ხშირად.ეს ყველაფერი იმდენად დამღლელია სულიერად თუ ფიზიკურად,რომ დღის განმავლობაში ვერაფერს ვაკეთებ ნორმალურად.ყოფილა შემთხვევები,როდესაც ორი,ან სამი დღე საერთოდ არ მიძინია.უამრავ ენერგიას უაზროდ ვკარგავ,ხშირად მემართება გათიშულობა,საშინლად უყურადღებო გავხდი,ყველაფერი მავიწყდება და ა.შ. მინდა უამრავი რაღაც გავაკეთო და თავს ვერაფერს ვაბამ,არც ნებისყოფა მყოფნის საამისოდ.ზოგჯერ ყველაფრის სურვილი მეკარგება.სიამოვნებით გამოვიკეტებოდი ოთახში და ვიძინებდი რამდენიმე კვირა,ან თვე,ან სულ…
მოკლედ,უკვე წერაც მეზარება.არც კი ვიცი ეს ყველაფერიც რატომ,ან რისთვის დავწერე.
ყოველთვის მქონდა იმის შეგრძნება,რომ დროს ავცდი.არასდროს მიზიდავდა თანამედროვე ტექნოლოგიები,თანამედროვე არქიტექტურა და სხვა მრავალი.როდესაც კლასიკურ მუსიკას უსმენ და წყდები რეალობას,მაშინ წარმოსახვებში ყველაფერი სხვანაირია.
ღამის თბილი განათება,მბჟუტავი ლამპიონები,გოტიკური ნაგებობის სასახლე და მოჩუქურთმებული კარიბჭე.ასეთ გარემოს შესაბამისი ამინდი და მუსიკა სჭირდება.მოლურჯო-მონაცრისფრო ცა,ღრუბლებში ნახევრად ჩამალული მთვარე,აქა-იქ მბჟუტავი ვარსკვლავები და ცოცხალი ორკესტრის ბუნდოვანი ხმა.რა იქნებოდა ორი საუკუნის უკან დავბადებულიყავი,ალბათ თავს უკეთესად ვიგრძნობდი.ხშირად მესიზმრება საკუთარი თავი მსგავს გარემოში,სიზმრებში ყველაფერი მისტიური და ჯადოსნურია.ერთხელ მეჯლისზეც კი ვიყავი და მთელი დღე თავს უცნაურად ვგრძნობდი,თითქოს ის იყო ჩემი რეალობა,დღევანდელობა კი დაუსრულებელი სიზმარი.ერთი შეხედვით,ეს ყველაფერი სასაცილო ჩანს,მაგრამ მე მაინც მინდა დრო უკან გადავწიო და თავიდან დავიბადო.მაშინ ყველაფერს ჰქონდა ფასი,მაშინ ყველაფერი უფრო მეტად უხაროდათ,ყველაფერი ძნელად მოსაპოვებელი და გაცილებით ღირებული იყო,ვიდრე დღევანდელ რეალობაში.
გაგზავნილი წერილი და რამდენიმე თვის შემდეგ დაბრუნებული პასუხი,მაშინ ერთმანეთს ელოდებოდნენ.ახლა კი ყველაფერმა დაკარგა თავისი დანიშნულება.ადამიანებს ახარებთ სიმარტივე და სისწრაფე,ამ დროს კი არავინ ფიქრობს შედეგებზე.არავინ ფიქრობს,თუ როგორ ჩლუნგდება საზოგადოება,როგორ იყინება ურთიერთობები და ემოციები,როგორ ემსგავსებიან ადამიანები დაპროგრამებულ რობოტებს.
მძულს დღევანდელი და მომავალი,მოსალოდნელი,უარესი რეალობა…
დღეს 27 იანვარია,ჩემი დაბადების დღე.ეს დღე მხოლოდ იმით განსხვავდება სხვა დღეებისაგან,რომ დღეს უფრო მეტი “მადლობის” გადახდა მიწევს,ვიდრე სხვა დღეებში.არასოდეს მიყვარდა ეს დღე,ყოველთვის ცუდი განწყობით ვიღვიძებდი და სულ მქონდა შიშის გრძნობა.19წელი არც ისე ბევრია,მაგრამ ახლაც მეშინია,არ ვიცი რის/რატომ.უამრავი უნაყოფო,უაზრო წელი გავიდა.ბევრი რაღაც უკან დარჩა,ბევრი კი ისევ წინ არის,ალბათ.
დაბადების დღის მილოცვა,რაღაც ტრადიციად და მოვალეობის მოხდის დღედ იქცა.გილოცავს ყველა,ზოგი გულწრფელად,ზოგი “მოვალეობის მოხდის მიზნით”,ზოგს კი საერთოდ არ ახსოვს,ან მეორე დღეს ახსენდება,მაგრამ მე დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ მოლოცვებს და ა.შ.
ახლა სახლში ვარ,ველოდები დაქალებს.არ ვიცი რას ვიზამთ.ალბათ დავლევთ,მერე გარეთ გავალთ,ვიბოდიალებთ და მერე… მერე არ ვიცი.
მკითხველს თავიდანვე ვაუწყებ, რომ ყველა კეთილსა თუ უკეთურ საქციელს, ჩემს ცხოვრებაში რომ ჩამიდენია,განვიხილავ, როგორც პირადად ჩემს დამსახურებებსა და შეცოდებებს და აქედან გამომდინარე, ვაღიარებ ნების თავისუფლებას.