Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for the ‘არეულ რითმებში’ Category

***

გადამწვარ ტრამალს მივუყვები ნელი ნაბიჯით,

ეს ის დღე იყო,მტანჯველ ფიქრებთან გამოთხოვების,

ვიწრო ბილიკებს ფეხაკრეფით მივუყვებოდი

და მეშინოდა გონებიდან კადრთა გაფრენის.

ვგრძნობდი ზურგსუკან მომყვებოდა ბრბოთა ამალა,

ცნობიერება ემზადებოდა ფოთოლცვენისთვის

და დაუბერა ქარიშხალმა გადამწვარ ხეებს.

იწყეს კადრებმა გონებიდან ფურცლებად ცვენა,

ვგრძნობდი,თუ როგორ ვიცლებოდი უემოციოდ

ნისლმა მოიცვა ირგვლივ მინდორი უკიდეგანო,

ქარებმა უწყის სად მიფრინავდნენ ძველი კადრები.

გადამწვარ ტრამალს მივუყვები ნელი ნაბიჯით,

ეს ის დღე იყო,უკან მოხედვის რომ მეშინოდა…

Read Full Post »

^^^^^^

 მაზოხისტური ოპტიმიზმით გაჟღენთილ ფიქრებს,

უიმედობით წარმოსახულ მომავლის იმედს

ცაში დაგროვილ ღრუბლებივით,ბინდში დაკარგულს

სინათლისაკენ მიმავალ ნაბიჯებს ვითვლი…

უკანვე მითრევს შავ მორევში უცნობი ძალა,

უხილავ სივრცეს შეეწება ცის კამარა…

გაყინულ ხელებს ზეცისკენ ვიწვდი ვიცი ამაოდ,

დაგროვილ ცრემლებს უკან ვისყიდი უმისამართოდ…

ბრბოთა ამალა წყვდიადში მომდევს,არ დავნებდები…

არ დავნებდები,მაგრამ ვიცი რომ სხვა გზას ვერ ვძებნი

თითქოს იმედი მაინც შემომრჩა ფიქრთა ზვირთებში,

დაუსრულებელ ლაბირინთში ტყვე ვარ ნისლების…

Read Full Post »

ბარათი ბათუმში

#ახალიწიგნებიმაისში

დო'ს ბლოგი

1968 წელი ნაკიანი წელიწადია, კაცმა არ იცის რა შეიძლება მოხდეს...

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

ცივი ოქტომბერი

გათოშილი ხელები, ფოთლების სუნი და ლიმონიანი ჩაი

მოზაიკა /Mosaic

გორის სათემო რადიო

გვანცას კუთხე

ყველა ადამიანს თავისი კუთხე უნდა ჰქონდეს, დროდადრო სუნთქვა რომ შეიმსუბუქოს.

კატოს ბლოგი

კი, "ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი"-ს პირადი სივრცეა აქ :)

ბურუსი - BURUSI

თენგიზ ვერულავა - TENGIZ VERULAVA

BIAFF Film Festival

BIAFF, films, Cinema, Film Festival, Batumi, Georgia

ნაძვი

...და ვინც კი ისწავლა, როგორ უსმინოს ხეებს, მას აღარ სურს იყოს ხე. მას აღარ სურს იყოს ვინმე სხვა, გარდა საკუთარი თავისა. ეს არის სახლი. ეს ბედნიერებაა...

ხალხის გაზეთი

ხალხის გაზეთი ხალხის სამსახურში

MaDaM FisuNiA

შენ ახლა გადმოაბიჯე ჩემი სამყაროს კარიბჭეს

ფაოს ბლოგი ^.^

The Girl Who Always Smiles... Even If She Feels Down...